მთავარისიახლეებიეკონომიკარომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ნაწილია

რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ნაწილია

Published on

ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” მაშველი რგოლი გადაუგდო- ასე აფასებს ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე სებ-ის ნაბიჯს, რომელმაც 60 მილიონი დოლარი გაყიდა

გოცირიძის თქმით, “ოცნების” სამსახურში წინასაარჩევნოდ მხოლოდ სუს-ი არ დგას:

ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” მაშველი რგოლი გადაუგდო-ლარის მკვეთრად გაუფასურების შესაჩერებლად 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

ზუსტად ასე მოიქცა შარშანაც, როცა წინასაარჩევნო პერიოდში დიდძალი ინტერვენციები განახორციელა, 2 ნოემბერს კი სულაც 60 მილიონი დოლარი გაყიდა-უპრეცედენტოდ დიდი მოცულობა ერთჯერადი ინტერვენციისათვის.

არჩევნების მერე დაიწყებს წუწუნს, რა ვქნა, რეზერვები არ მყოფნისო. იმაზე კი არ დაძრავს ხმას, რომ ლარის მოსალოდნელი გაუფასურება მთავრობის ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

მხოლოდ სუსი კი არაა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ნაწილი, იქვეა ჩვენი “დამოუკიდებელი” ეროვნული ბანკიც – წერს გოცირიძე

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...