უკანონო იყო?! დავაშავეთ რამე? – შსს მინისტრი მოსმენებზე

0
346

“რის პასუხისმგებლობას, რამე მოხდა?! დავაშავეთ რამე?!” – ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-დან გაჟონილ ჩანაწერებს. გომელაური ჩანაწერებში ვერც უკანონობას ვერ ხედავს და ჟურნალისტებს “ურჩევს” სულსწრაფები არ იყვნენ.

“გამოძიება დაწყებულია, დაელოდეთ, ნუ ხართ სულსწრაფები, სულსწრაფები ნუ ხართ, დაელოდეთ და გაიგებთ ყველაფერს. რის პასუხისმგებლობას, რამე მოხდა?! დავაშავეთ რამე?!

უკანონო იყო?! დაელოდეთ, ნუ ხართ სულსწრაფები და ნახავთ პასუხს”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა დაადასტურა.

წინა სტატია” დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს”- ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 5 პირი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური