მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი  სუსის მიერ ელჩების სავარაუდო მოსმენას ეხმაურება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი  სუსის მიერ ელჩების სავარაუდო მოსმენას ეხმაურება

Published on

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ელჩების სავარაუდო მოსმენას ეხმაურება.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად აღიქვამს და პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არ არის ბუნებრივი.

“თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, რადგან ეს საბოლოო ჯამში ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არ არის ბუნებრივი როცა ასეთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მხრიდან.” – თქვა ჰარცელმა.

დიპლომატის ინფორმაციით სავარაუდო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს.

კარლ ჰარცელმა ასევე თქვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური უნდა მუშაობდეს საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანას ემუქრება. დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება.

“უნდა გაგრძელდეს დისკუსია მიყურადებისა და თვალთვალის მასშტაბზე. მინდა ყველას შევახსენო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს იმ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანას ემუქრება – მაგალითად ტერორიზმი, შპიონაჟი. ეს ყველაფერი განხორციელებული უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ეს ინსტიტუცია ანგარიშვალდებული უნდა იყოს. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა, ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება და უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში. მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი.” – თქვა კარლ ჰარცელმა.

გავრცელებულ მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, დგინდება, რომ სუს-ი ელჩებსაც  უსმენს.  მაგალითად მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ამასთან უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა.

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...