მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს განცხადებები იყო დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილი, გაუგებარი და ხისტი -...

ეს განცხადებები იყო დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილი, გაუგებარი და ხისტი – ქართული ოცნება ჰარცელს უტევს

Published on

,,ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან ასეთი ფაქტებით, აბსოლუტურად ბუნებრივია. როდესაც არის თუნდაც ნიშნები იმის, რომ ვიღაცა ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დაინტერესდებოდნენ და დაინტერესდნენ კიდეც, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაციები სინამდვილეს და ა.შ. ამაზე ზოგადი შეფასებები ჩვენგან იცით. რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას,  მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება, ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ, მე მგონი, იყო აცდენილი, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  ელჩების ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაზე

ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას გაუგებარს და ხისტს უწოდებს. მისი თქმით, მიუღებელია სპეციალური სამსახურის დისკრედიტაცია, მათ შორის ელჩების მხრიდანაც.

“ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩს დაელაპარაკონ ამ საკითხებზე, აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება და ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან და რა წარმოშობისაა ის მასალები, რომლებსაც ასე ძალიმად აფრიალებდნენ ჩვენი ოპონენტები მედიასაშუალებებში.

ეს რეალობა დამატებით შეკითხვებს წარმოშობს და შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. საზოგადოება დაცულად უნდა გრძნობდეს თავს როგორც ფარული მოსმენებისგან, ასევე ნებისმიერი სხვა მოქმედებისგან, რომლისგანაც ჩვენ ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს, ეს გარე გამოწვევებია თუ შიდაგამოწვევები. ჩვენი სპეციალური სამსახურების დისკრედიტაცია არასწორია, რასაც ძალიმად ეწევიან ჩვენი ოპონენტები. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში”. – გია ვოლსკის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო ფარულ მოსმენებთან და მიყურადებით მოპოვებული ფაილებთან დაკავშირებით დაიბარეს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ისაუბრა.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...