მთავარისიახლეებისამართალიროგორ ესროლეს ნიკო კვარაცხელიას - სათვალთვალო კამერის კადრები "ფორმულამ" გაავრცელა

როგორ ესროლეს ნიკო კვარაცხელიას – სათვალთვალო კამერის კადრები “ფორმულამ” გაავრცელა [Video]

Published on

გაფრთხილება: ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს

ტელეკომპანია “ფორმულამ” ქუჩის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც დაფიქსირებულია, როგორ ესვრის ჩასაფრებული პირი 20 წლის ნიკო კვარაცხელიას, როცა ის მანქანაში ჩაჯდომას აპირებს.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე რვა ტყვია ესროლეს. მას ტყვიები გულმკერდში, ზურგსა და ბარძაყში ჰქონდა მოხვედრილი. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი მიიმალა და ამ დრომდე არაა დაკავებული.

ვერაზე რვა ტყვიით დაჭრილი ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა

ცნობილია, რომ ნიკა კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის, წარმოშობით წალენჯიხელი გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა, ასევე ცნობილია, რომ ის მეცნიერული საქმიანობით იყო დაკავებული და ე.წ. შავ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია.

20 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალები – რა მოხდა ვერაზე

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთერთი ვერსიით, მკვლელობა სამმა პირმა დაგეგმა, შემსრულებელი კი მსხვერპლს მანქანასთან ელოდებოდა, თავდასხმის ორგანიზატორებს ერთმანეთთან კომუნიკაცია მობილური ტელეფონის საშუალებით ჰქონდათ.

ტვ “ფორმულის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ საუბრობს ტელეფონზე ჩასაფრებული, წინასწარი შეცნობით, 25 წლამდე ასაკი ბიჭი მანამ, სანამ ნიკო კვარაცხელია საკუთარ მანქანას მიუახლოვდება, შემდეგ კი იარაღს იღებს და მას რამდენჯერმე ესვრის.

გაფრთხილება: ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს:

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...