მთავარისიახლეებისამართალი20 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალები - რა მოხდა ვერაზე

20 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალები – რა მოხდა ვერაზე

Published on

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაპირისპირების დროს დაჭრილი ნიკა კვარაცხელია კლინიკაში დილით გარდაიცვალა. დაპირისპირება ნიკოლაძის ქუჩაზე ღამით მოხდა.

ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ნიკა კვარაცხელიამ ცეცხლნასროლი ჭრილობები გულმკერდში, ყელში, ზურგსა და ბარძაყში მიიღო. ნიკა კვარაცხელია კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ჭრილობები სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა. ექიმები დაჭრილის გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ვერაზე რვა ტყვიით დაჭრილი ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავდამსხმელი ნიკა კვარაცხელიას ნაქირავებ ბინასთან, სადარბაზოში ჩაუსაფრდა. წინასწარი ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიასთვის თავდასხმა მოულოდნელი იყო. ახალგაზრდას ჯერ გულმკერდში ესროლეს, ზურგში ჭრილობები კი მაშინ მიიღო, როცა სადარბაზოდან უკან, ქუჩის მიმართულებით გაქცევას ცდილობდა. თავდამსხმელი მიიმალა, ის ამ დრომდე არაა დაკავებული.

ცნობილია, რომ ნიკა კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის, წარმოშობით წალენჯიხელი გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა, ასევე ცნობილია, რომ ის მეცნიერული საქმიანობით იყო დაკავებული და ე.წ. შავ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია. ერთერთი ვერსიით, თავდასხმა სწორედ გია კვარაცხელიაზე შურისძიებას უკავშირდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი გია კვარაცხელია საქართველოში არ იმყოფება.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...