მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ- ეს საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალია''

,, პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ- ეს საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალია”

Published on

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ ელჩების ფარული მიყურადება სერიოზული საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალია.

მან ფორმულას ეთერში საუბრისას თქვა, რომ ეს მხოლოდ შეცდომა არაა და ხელისუფლებამ დიპლომატების ფარული თვალთვალით ის ნდობა ჩამოშლა, რაც პარტნიორ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ.

,,დიპლომატიური სკანდალია იმიტომ, რომ პირდაპირ არღვევს ყველა ვალდებულებას, რომელიც აღებული აქვს საქართველოს, როგორც ვენის კონვენციის ხელმომწერ მხარეს და შესაბამისად, აღებულია აქვს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მოქმედი დიპლომატიური მისიების თავისუფალი გაცვლა და ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა”, – ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ღიად გამოაცხადა, რომ პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებს მოწინააღმდეგეებად აღიქვამს.

“დღეს უკვე ღიად და აშკარად გამოაცხადა ხელისუფლებამ, რომ დემოკრატიული და სტრატეგიული ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებს ისინი მოიაზრებენ როგორც მოწინააღმდეგეებს. ამაზე დიდი საერთაშორისო სკანდალი რთული წარმოსადგენია ჩემთვის”,- თქვა მან.

,,ელჩების  მოსმენა სახელმწიფოების შეურაცხყოფა და მათ სუვერენიტეტში შეჭრააროცა ჩვენი ქვეყანა სამარცხვინოდ უსმენს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მხარდამჭერი და ზოგადად მსოფლიოში მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩებს, ამით საქართველო შეურაცხყოფას აყენებს და სუვერენიტეტში იჭრება, რადგან ელჩები წარმოადგენენ თავ-თავიანთ სახელმწიფოებს.

რა თქმა უნდა, წამყვანი როლი იმ ცვლილებაში, რომელიც უნდა მოხდეს საქართველოში მიენიჭება, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი”. – ამბობს გიორგი კანდელაკი.

ფაილებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან 13 სექტემბერს გაჟონა. გავრცელებული მასალების მიხედვით, სუს-ი უსმენს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბარს.  უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა.ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...