მთავარისიახლეებიპოლიტიკარას ნიშნავს გარყვნილები? რა გარყვნილება გაქვთ ჩვენი ნანახი ?  - ნიკა გვარამიას...

რას ნიშნავს გარყვნილები? რა გარყვნილება გაქვთ ჩვენი ნანახი ?  – ნიკა გვარამიას შეკითხვა კობახიძესდა მდინარაძეს

Published on

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავს ესხმის კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს და მათ “გარყვნილ ადამიანებს” უწოდებს. კობახიძე საუბრობს მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიასა და TV პირველის ტელეწამყვანზე, დიანა ტრაპაიძეზე.

“ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი და ამის შემდეგ პარტიული ტელევიზიების ორმა წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მთლიანად არიან საქმის კურსში იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს ნაციონალური მოძრაობის მიერ და იქმნიან ალიბის ამასთან დაკავშირებით. ეს მათ არ გაუვათ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მათ გასცემს საკადრის პასუხს. . ის მესიჯები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გვარამიას და ნათია ტრაპაიძის მხრიდან პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის ნაცმოძრაობის მხრიდან დაგეგმილი.

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა,  რომ ნაციონალური მოძრაობა პირადი ცხოვრების კადრებისა ან/და მისი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს.

მდინარაძემ სუს-ის მასალები გავრცელებას “ბოლშევიკური კამპანია” უწოდა, ხოლო კრიტიკულ მედიებს ნაციონალური მოძრაობის დავალებით “ფონის შექმნაში” ადანაშაულებს.

მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ არ იცის რა კადრები ან ფაბრიკაცია იქნება გავრცელებული, თუმცა ამტკიცებს, რომ მიზანია, მათი გავრცელება ქართულ ოცნებას დაბრალდეს.

“რას ნიშნავს გარყვნილები?” – მთავარი არხის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია, რა ტიპის შეფასებაა ის, რასაც ქართული ოცნების ლიდერები მისი და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ იყენებენ.

“დიანა რატომ მოხვდა ამ გაუგებრობაში, ვერაფრით ვხვდები. დააკვირდით, რას ამბობს ღარიბაშვილი ჩემზე და სხვებზეც – გარყვნილები. ეს სიტყვა აქვს აჩემებული. რას ნიშნავს გარყვნილები? ეს პოლიტიკური შეფასებაა თუ რა არის? ამორალურები გავიგე, ბოლშევიკებს რომ გვეძახიან, გავიგე, გარყვნილები რა ტიპის შეფასებაა. თუ რამე გარყვნილება გაქვთ ჩვენი ნანახი და შესაბამის დასკვნებს აკეთებთ?

დღეს ირაკლი კობახიძემ იგივე თქვა”. – ამბობს ნიკა გვარამია ფორმულას ეთერში.

 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...