მთავარისიახლეებიმედიცინაინ­გლი­სში და­ი­წყო გამოცდა ახალი მეთოდისა, რომელსაც შე­უძ­ლია რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნოს კი­ბოს...

ინ­გლი­სში და­ი­წყო გამოცდა ახალი მეთოდისა, რომელსაც შე­უძ­ლია რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნოს კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში

Published on

ინ­გლი­სის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ორ­შა­ბა­თი­დან (13 სექ­ტემ­ბე­რი­დან) და­ი­წყო კი­ბოს ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის ახა­ლი მე­თო­დის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­მოც­და, რო­მე­ლიც ამ ვე­რა­გი ავად­მყო­ფო­ბის 50 სა­ხე­ო­ბა­ზე გავ­რცელ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სის­ხლის ანა­ლი­ზის დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა მა­ნამ­დე დად­გინ­დეს, სა­ნამ მისი პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

გა­მოკ­ვლე­ვა-გა­მოც­და­ში, რო­მე­ლიც ორი წელი გაგ­რძელ­დე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს 50-დან 77 წლამ­დე ასა­კის მქო­ნე 140 ათა­სი მო­ხა­ლი­სე. ისი­ნი ამ­ჟა­მად ჩა­ა­ბა­რე­ბენ სის­ხლს ანა­ლი­ზი­სათ­ვის, შემ­დეგ კი იგი­ვე პრო­ცე­დუ­რი­სათ­ვის მათ ერთ წე­ლი­წად­ში მი­იწ­ვე­ვენ და კი­დევ – ორი წლის გას­ვლის შემ­დეგ. ტესტს ჯერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ პირ­ვე­ლად ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სის­ხლის­თვის, შემ­დეგ კი, მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად, მე­ო­რედ ჩა­ბა­რე­ბულ­ზე.

“ტესტს შე­უძ­ლია კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნოს”, – გა­ნა­ცხა­და პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლონ­დო­ნის სა­მე­ფო ონ­კო­ლო­გი­უ­რი კო­ლე­ჯის პრო­ფე­სორ­მა სი­ტერ სა­სი­ენ­მა, – ჩვენ მუ­შა­ო­ბას დიდი შთა­გო­ნე­ბით ვი­წყებთ“.

თუ კიბო ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლი­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, ეს სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბის შან­სებს მკვეთ­რად ზრდის.

დღე­ი­სათ­ვის კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ქსო­ვი­ლის ნა­წი­ლა­კე­ბის ბი­ო­ქი­მი­უ­რი კვლე­ვი­სათ­ვის (ბი­ოფ­სი­ის) ჩა­ბა­რე­ბით ხდე­ბა, რა­საც სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის გა­რე­შე არა­ვინ არ აკე­თებს. ჯერ ერთი, რომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ფილ­ტვე­ბის კი­ბოს­თან, შარ­დის ბუშტთან და პრო­ტა­ტას­თან მი­მარ­თე­ბით, მე­ო­რე კი – უც­ნო­ბია, და­ა­ვა­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში სად უნდა ეძე­ბო.

ახა­ლი მე­თო­დი ეფუძ­ნე­ბა სის­ხლში კი­ბოს უჯრე­დე­ბის დნმ-ის ფრაგ­მენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნას. ის შექ­მნი­ლია ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პის “გრა­ა­ლის“ (Grail) მიერ, რო­მე­ლიც 2015 წელს არის და­არ­სე­ბუ­ლი სან-ფრან­ცის­კო­ში (აშშ), კი­ბოს ნა­ად­რე­ვი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტარ­ტა­პი ამე­რი­კულ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ Illumina Inc-მა ახ­ლა­ხან 1,7 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

თვი­თონ ტეს­ტი Galleri-ს სა­ხელ­წო­დე­ბით არის ცნო­ბი­ლი. ამე­რი­კა­ში მას კი­ბოს და­ა­ვა­დე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის იყე­ნე­ბენ, კერ­ძოდ, მათ­თვის, ვინც 50 წელ­ზე მეტი ასა­კი­საა. კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­მარ­თვე­ლოს ტეს­ტის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ არ მო­უხ­დე­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა მის ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ ფა­რავს.

ანა­ლი­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ძი­ე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ დღემ­დე ისი­ნი ჯერ მხო­ლოდ კვლე­ვის სტა­დი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ახლა ჩვენ, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ტეს­ტის გა­ფარ­თო­ე­ბულ გა­მოც­დას ვი­წყებთ, ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურს ის­ტო­რი­ა­ში. ახა­ლი მე­თო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა კი­ბოს იმ სა­ხე­ო­ბე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უსიმპტო­მოდ ვი­თარ­დე­ბი­ან და არა­ვი­თარ აშ­კა­რა ნიშ­ნებს არ ამ­ჟღავ­ნე­ბენ.“, – გა­ნა­ცხა­და “ბი-ბი-სი“-ს კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უ­ბარ­ში ინ­გლი­სის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ონ­კო­ლო­გი­უ­რი პროგ­რა­მის დი­რექ­ტორ­მა კელი პალ­მერ­მა.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბულ ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბად ფილ­ტვე­ბის კიბო ით­ვლე­ბა, რომ­ლი­თაც ავად­მყოფ­თა 20% იღუ­პე­ბა.

სიახლეები

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს… – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს, გილოცავთ ყველას, ვისაც სჯერა...

ივანიშვილის სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა...

აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად – მიხაილ როთი წუხელ რუსთაველზე აქციას შეუერთდა

"47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის, აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები...

ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,,ბათუმელებისა"და ,,ნეტგაზეთის"დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის აღკვეთზე მსჯელობა იწყება. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული....