მთავარისიახლეებისაზოგადოებადიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

Published on

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ – ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო გვიშიანმა განუცხადა.

მედიკამენტი საქართველოში 7 სექტემბერს შემოვიდა და ამ ეტაპზე, ექიმების გადამზადება მიმდინარეობს.

„ჯივინოსტატი“ შემოსულია, 7 სექტემბერს ღამე ჩამოვიდა. კომპანიის წარმომადგენლებთანაც გვქონდა შეხვედრა. „ჯივინოსტატი“ უკვე საქართველოშია და უახლოეს პერიოდში უკვე ბავშვები მიიღებენ. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ძალიან სწრაფად მოხდა საქართველოს შემთხვევაში ამის მიღწევა. ჩვენ მშობლებიც ვესწრებოდით ამ შეხვედრას.ბავშვები მედიკამენტის მიღებას დაიწყებენ ოქტომბრის თვიდან. ახლა ექიმების გადამზადება ხდება, ტრენინგები ტარდება. შესაძლოა, უკვე მიიღონ ოქტომბრის დასაწყისიდან, თუმცა ოქტომბრის თვეს არ გაცდება ბავშვებმა რომ მიიღონ მედიკამენტი.ამ მედიკამენტის მიღება 6 წლიდან ბავშვებშია შესაძლებლები, რომლებიც დადიან და არ არიან ეტლს მიჯაჭვულები. გათვლილია ყველაზე. წამლის მიღებას ზედა ზღვარი არ აქვს, თუმცა ეტლს არ უნდა იყოს მიჯაჭვული“,- განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...