მთავარისიახლეებიპოლიტიკაცოტაც გაუძელით, თორემ ქვეყანაში მხოლოდ მოხუცები, ხელისუფლებაში კი ეს ჯოჯოები დარჩებიან... -...

ცოტაც გაუძელით, თორემ ქვეყანაში მხოლოდ მოხუცები, ხელისუფლებაში კი ეს ჯოჯოები დარჩებიან… – სააკაშვილი

Published on

“ნუთუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ მხოლოდ მომსახურე პერსონალი?”, – კითხულობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკიდან ვიდეოჩართვაში და ამ კითხვის საფუძვლად იმას ასახელებს, რომ როგორც მსოფლიოს ბევრ ქალაქში, საქართველოდან წამოსული უმაღლესი კვალიფიკაციის, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები ნიუ-იორკში აფუძნებენ ფირმებს, კომპანიებს და იქ მკვიდრდებიან.

“მესმის, რომ შიმშილია, მესმის, რომ ოჯახი, შვილებია გამოსაკვები, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ გაძელით, ჩვენ აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეომიმართვაში მესამე პრეზიდენტი აშშ-ში მიღებულ განათლებასა და მის პირველ პოზიციას იხსენებს ერთერთ იურიდიულ ფირმაში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობდა:

“მქონდა ძალიან დიდი ხელფასი, ისეთი, როგორიც ახლაც კი არ დაესიზმრება ბევრ ქართველს, მაგრამ გიჟს ვგავდი, დავყარე ეს ყველაფერი, მივატოვე და წავედი მშიერ, ჩაბნელებულ, ძალიან საშიშ საქართველოში’, – იხსენებს მიხეილ სააკაშვილი.

“დაგვრჩებიან მოხუცები და ეს საშინელი ხალხი, ეს ჯოჯოები ხელისუფლებაში, ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ, სულ ცოტა ხანს გაძლებაზეა ლაპარაკი, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად, აბა, თქვენ იცით!…”, – ამბობს მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...