მთავარისიახლეებიპოლიტიკაკობახიძის თქმით, ელჩები თვითონ ვერ გააანალიზებდნენ სამართლებრივ ნორმებს და მათ არასწორი კონსულტაცია...

კობახიძის თქმით, ელჩები თვითონ ვერ გააანალიზებდნენ სამართლებრივ ნორმებს და მათ არასწორი კონსულტაცია გაუწიეს

Published on

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების დღის წესრიგიდან გენერალური პროკურორის არჩევის წესის საკითხის მოხსნის შესახებ საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“ძალიან სამწუხაროა ორივე განცხადება სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთი, იმის გამო, რომ როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება ყველა მხრიდან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს, რასაც მე ვსაუბრობ, სამართლებრივი კუთხით, ორჯერ ორი ოთხია, რომ ეს ნორმა აფუჭებდა რეგულაციას, ანუ რაც გვაქვს დღეს, იმას აუარესებდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ შეხვედრისთვის, ეს არის არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი, ბუნებრივია, ელჩები თვითონ ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს, მათ სჭირდებათ სწორი კონსულტანტები, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს სწორი კონსულტაცია არ გაეწიათ”. – თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უარყოფითად შეაფსაა გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების საკონსტიტუციო კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის მესამე წარუმატებლობაა ბოლო ორი თვის განმავლობაში. საქართველოში აშშ-ს საელჩომ კი ფაქტს ქართული ოცნების მიერ გატეხილი კიდევ ერთი პირობა უწოდა.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...