მთავარისიახლეებისამართალი"ქალი ეხვეწებოდა, ნუ მომკლავო..." - სალონიკში მომხდარი მკვლელობის დეტალები

“ქალი ეხვეწებოდა, ნუ მომკლავო…” – სალონიკში მომხდარი მკვლელობის დეტალები

Published on

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – მოკლულია 56 წლის საქართველოს მოქალაქე ელენე ხალამიდი. მკვლელობაში ბრალდებული 55 წლის კაცი პოლიციამ მომხდარი დანაშაულიდან რამდენიმე საათში დააკავა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ისიც საქართველოს მოქალაქეა.

პოლიციამ ამოიღო მკვლელობის იარაღი – დანა, რითაც კაცმა ქალს დაზიანებები მიაყენა, მათ შორის, სასიკვდილო. როგორც მეზობლები ამბობენ, ქალი ოჯახში დამხმარედ მუშაობდა, კაცი კი მშებნებლობაზე იყო დასაქმებული, თუმცა, ალკოჰოლდამოკიდებულების გამო ხშირად რჩებოდა უმუშევარი.

მეზობლებისვე თქმით, ქალსა და კაცს შორის კამათიც სწორედ ამ ნიადაგზე ხდებოდა, რადგან ქალი კაცის ცხოვრების წესით უკმაყოფილო იყო. მკვლელობასაც წინ სწორედ კამათი უძღოდა:

“დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში კამათობდნენ, ბოლოს ქალის ხმა ისმოდა, გთხოვ, ნუ მომკლავო… მერე ეს კაცი აივნიდან გადმოხტა, ხელები სისხლიანი ჰქონდა”, – ამბობს თვითმხილველი.

სიახლეები

გაგრასთან დრონი ჩამოვარდა, მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо Кавказа-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება გაგრის რაიონში დრონის ჩამოვარდნისა და...

“იმედსა” და “პოსტვ”-ს დიდმა ბრიტრანეთმა სანქციები დაუწესა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ...

დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია "იმედსა" და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის...

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022...