მთავარისიახლეებიდიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

Published on

დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია “იმედსა” და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორივე მაუწყებლის მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განმარტებით, არსებობს „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ „იმედი“ და POSTV ავრცელებდნენ „განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას“ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ უკრაინაში, რაც, ლონდონის შეფასებით, ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, აღნიშნული ტელეკომპანიები რეგულარულად ავრცელებდნენ ნარატივებს, რომელთა თანახმად:

უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი არალეგიტიმურია;
უკრაინა „დასავლეთის მარიონეტია“;
უკრაინა კორუმპირებული სახელმწიფოა;
უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.
ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, მსგავსი შინაარსის გავრცელება წარმოადგენს ქმედებას, რომელიც „უჭერს მხარს ან ხელს უწყობს პოლიტიკას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ძირს უთხრის“.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...