მთავარისიახლეებისამართალიპანკისში წუხელ სპეცოპერაცია ჩატარდა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი

პანკისში წუხელ სპეცოპერაცია ჩატარდა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი

Published on

კახეთის რეგიონში, პანკისში წუხელ სპეცოპერაცია  ჩატარდა. ადგილობრივების ინფორმაციით,  დაახლოებით დილის 6 საათისათვის ხუთი პირი დააკავეს. აქედან  2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში .

5 პირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებითაა დაკავებული.

დაკავებულები 20-წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. ორი დაკავებული გვარად მაჩალიკაშვილია. ვარაუდობენ, რომ მათი დაკავება, გარკვეული ხასიათის სატელეფონო საუბრებს უკავშირდება.

ახალგაზრდების საცხოვრებელი სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის.

ინფორმაცია  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...