მთავარისიახლეებიმსოფლიოდღეს "ყირიმის პლატფორმა" ოფიციალურად ფუძნდება - სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა

დღეს “ყირიმის პლატფორმა” ოფიციალურად ფუძნდება – სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა

Published on

უკრაინისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სამიტი, რომლის მიზანიც მსოფლიო დღის წესრიგში უკრაინის საკითხის გააქტიურებაა, შეხვედრა, სადაც “ყირიმის პლატფორმა” ოფიციალურად დაფუძნდება, კიევში რამდენიმე საათში იხსნება.

შეხვედრაში 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის – ევროკავშირი, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები – მონაწილეობენ. წინასწარი ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

დელეგატთა შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. სწორედ “ყირიმის პლატფორმის” სამიტი იქნება ბოლო ოფიციალური ღონისძიება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში სამ დღიანი ვიზიტის დროს დაესწრება. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერსა და უმაღლესი რადის თავმჯდომარეს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთო ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე.

“გაიმართა უმაღლესი დონის 3 შეხვედრა ქვეყნის პირველ პირებთან – ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან.

აგრეთვე რთველოს პრემიერ-მინისტრი. მას ექნება გამოსვლა და უერთდება ამ დიდ ფორუმს, რომელზედაც ცალსახად გაესმევა ხაზი, რომ ყირიმი ოკუპირებულია,”- განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძემ.

სიახლეები

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა და წყალკურთხევის...

CNN-ირანში აქციებზე დაკავებული ერფან სოლთანი ცოცხალია და ოჯახის წევრებს შეხვდა

CNN წერს, რომ ირანში აქციაზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლთანი სიკვდილით დასჯის შიშების ფონზე...

უკრაინა ომის დასრულების საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებებს დავოსში გააგრძელებს

უკრაინის წარმომადგენელმა რუსტემ უმეროვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის ოფიციალურ...