მთავარისიახლეებისამართალი"ძმის წამოსაყვანად მივიდა და მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან ესროდნენ" - ზვიადაურის...

“ძმის წამოსაყვანად მივიდა და მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან ესროდნენ” – ზვიადაურის ადვოკატი

Published on

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ უნდა წაუყენონ, რადგან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და თავის, თავისი ძმისა და მისი მეგობრების სიცოცხლეს იცავდა. მისივე თქმით, თუ 72 საათის განმავლობაში ბრალს არ წაუყენებენ, ზურაბ ზვიადაური უნდა გაათავისუფლონ.

“იმაზეც გაკვირვებული ვარ, რატომ ჰყავთ დაკავებული. მის ქმედებაში არ არის კანონის დარღვევა, მართლსაწინააღდეგოდ ის არ მოქმედებდა, მისი ქმედება იყო ლეგიტიმური, კანონიერი, იცავდა როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ისე ცდილობდა დაეცვა თავისი ძმისა და იქ მყოფი მეგობრების სიცოცხლე. ჩემი მოლოდინია, რომ პროკურატურამ მას ბრალდება ვერ უნდა წარუდგინოს. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით.

მე ვესაუბრე ზურაბ ზვიადაურს, მისი პოზიციიდანაც ვიცი რაც იყო რეალობა. მას კონფლიქტში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მივიდა თავის ძმის წამოსაყვანად, ატყდა ავტომატიდან სროლა, ჰქონდა საპასუხო რეაქცია მისი და მისი ძმის მიმართულებით რომ ისროდნენ ამის გამო. მან გაისროლა მას შემდეგ, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ. ამბობს, რომ ეს იყო ჩემი, ჩემი ძმისა და ჩემი მეგობრების სიცოცხლის დასაცავადო.

მე არ მაქვს მონაცემები, რომ ბრალდების წაყენებას აპირებენ, არავის უთქვამს. 24 საათია გასული მისი დაკავებიდან და აქვთ ჯერ დრო. იმედი მაქვს, ვერ წარუდგენენ ბრალდებას და არც დაგვჭირდება საქმის მასალების გაცნობა. 72 საათში თუ ვერ იქნა ბრალდება წარდგენილი, უნდა გაათავისუფლონ”, – აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.

შეგახსენებთ, წინანდალში, კრიმინალური გარჩევის დროს სამი ადამიანი, მათ შორის, ზურაბ ზვიადაურის ძმა – ზვიადი დაიღუპა.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...