მთავარისიახლეებისამართალი"ძმის წამოსაყვანად მივიდა და მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან ესროდნენ" - ზვიადაურის...

“ძმის წამოსაყვანად მივიდა და მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან ესროდნენ” – ზვიადაურის ადვოკატი

Published on

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ უნდა წაუყენონ, რადგან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და თავის, თავისი ძმისა და მისი მეგობრების სიცოცხლეს იცავდა. მისივე თქმით, თუ 72 საათის განმავლობაში ბრალს არ წაუყენებენ, ზურაბ ზვიადაური უნდა გაათავისუფლონ.

“იმაზეც გაკვირვებული ვარ, რატომ ჰყავთ დაკავებული. მის ქმედებაში არ არის კანონის დარღვევა, მართლსაწინააღდეგოდ ის არ მოქმედებდა, მისი ქმედება იყო ლეგიტიმური, კანონიერი, იცავდა როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ისე ცდილობდა დაეცვა თავისი ძმისა და იქ მყოფი მეგობრების სიცოცხლე. ჩემი მოლოდინია, რომ პროკურატურამ მას ბრალდება ვერ უნდა წარუდგინოს. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით.

მე ვესაუბრე ზურაბ ზვიადაურს, მისი პოზიციიდანაც ვიცი რაც იყო რეალობა. მას კონფლიქტში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მივიდა თავის ძმის წამოსაყვანად, ატყდა ავტომატიდან სროლა, ჰქონდა საპასუხო რეაქცია მისი და მისი ძმის მიმართულებით რომ ისროდნენ ამის გამო. მან გაისროლა მას შემდეგ, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ. ამბობს, რომ ეს იყო ჩემი, ჩემი ძმისა და ჩემი მეგობრების სიცოცხლის დასაცავადო.

მე არ მაქვს მონაცემები, რომ ბრალდების წაყენებას აპირებენ, არავის უთქვამს. 24 საათია გასული მისი დაკავებიდან და აქვთ ჯერ დრო. იმედი მაქვს, ვერ წარუდგენენ ბრალდებას და არც დაგვჭირდება საქმის მასალების გაცნობა. 72 საათში თუ ვერ იქნა ბრალდება წარდგენილი, უნდა გაათავისუფლონ”, – აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.

შეგახსენებთ, წინანდალში, კრიმინალური გარჩევის დროს სამი ადამიანი, მათ შორის, ზურაბ ზვიადაურის ძმა – ზვიადი დაიღუპა.

სიახლეები

გაგრასთან დრონი ჩამოვარდა, მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо Кавказа-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება გაგრის რაიონში დრონის ჩამოვარდნისა და...

“იმედსა” და “პოსტვ”-ს დიდმა ბრიტრანეთმა სანქციები დაუწესა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ...

დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია "იმედსა" და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის...

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022...