დღეს დილით კამჩატკაზე კიდევ ერთი ავიაკატასტროფა მოხდა

0
241

რუსეთის მედიის ცნობით,  დღეს დილით კამჩატკის რეგიონში, „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა დაჯდომისას კატასტროფა განიცადა,  წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და 13 ტურისტი იმყოფებოდა.

8 ადამიანი გადარჩა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რვა კი  დაღუპულია და მათი ცხედრები, სავარაუდოდ კურილის ტბის ფსკერზეა. სატრანსპორტო ზედამხედველობის სამსახურიდან წყარომ „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ძლიერი ნისლი გახდა“. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ერთი თვით ადრე, 6 ივლისს კამჩატკაზე კიდევ ერთი ავიაკატასტროფა მოხდა კლდეს შეეჯახა თვითმფრინავი Ан-26 და ნამსხვრევებად იქცა, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი

 

 

წინა სტატიადღეს ზუგდიდში ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება. როგორი ამინდი იქნება სხვაგან?
შემდეგი სტატიაპოლიციელები ოლიგარქისა და მისი მარიონეტების ტყვეობაში არიან – ნიკა მელია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური