მთავარისიახლეებიმსოფლიოჯო ბაიდენი: ჯარების გაყვანას არ ვნანობ, ავღანელი ლიდერები უნდა...

ჯო ბაიდენი: ჯარების გაყვანას არ ვნანობ, ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და თავად იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის

Published on

აშშ -ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას არ ნანობს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ამასთან, პრეზიდენტი ბაიდენი ავღანეთის ლიდერებს მოუწოდებს, თავიანთი ქვეყნისთვის იბრძოლონ.

მისი თქმით, აშშ ასრულებს ავღანეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, როგორიცაა საჰაერო მხარდაჭერა, სამხედროებისთვის ხელფასების გადახდა და ავღანური შეიარაღებული ძალების კვება და აღჭურვილობა, თუმცა მათ უნდა იბრძოლონ საკუთარი თავისთვის.

„ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ უნდა იბრძოლონ თავიანთი თავისთვის, თავიანთი ქვეყნისთვის,“- აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ჯარების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ ავღანეთში თალიბები გააქტიურდნენ და საკუთარი კონტროლის დამყარება დაიწყეს. ამჟამად მათ ქვეყნის 8 პროვინციის დედაქალაქი აქვთ ხელში ჩაგდებული. აქედან ფარაჰის პროვინციის იავე სახელწოდების დედაქალაქი ფარაჰი და ბაღლანის პროვინციის დედაქალაქი ფულ-ი-ხუმრი თალიბმა ბოევიკებმა გუშინ აიღეს.

გაეროს მონაცემების თანახმად, „თალიბანსა“ და სამთავრობო ძალებს შორის მწვავე ბრძოლებს გასული თვის განმავლობაში 1 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...