მთავარისიახლეებიმსოფლიოFacebook-მა დაბლოკა რუსეთიდან წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია ვაქცინების შესახებ

Facebook-მა დაბლოკა რუსეთიდან წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია ვაქცინების შესახებ

Published on

კომპანია Facebook-მა შეაჩერა კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ რუსეთიდან წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია.

Facebook-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანიის ორგანიზატორი იყო დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული, ქსელური რეკლამის ფირმა Fazze, რომელიც რუსეთიდან მუშაობდა და ცდილობდა ვაქცინების მავნებლობის შესახებ ცრუ ინფორმაციის, ე.წ. ფეიკების გასავრცელებლად ევროპაში დაექირავებინა სოციალურ ქსელებში დიდი აუდიტორიის მქონე, გავლენიანი ინფლუენსერები.

დეზინფორმაციის კამპანია Facebook-ის და Instagram-ის გარდა მიმდინარეობდა ისეთ ინტერნეტ-პლატფორმებზე, როგორიცაა Reddit, Medium და Change.org.

კომპანია Facebook-ის გლობალური საფრთხეების ანალიზის სპეციალისტის, ბენ ნიმოს განმარტებით, დეზინფორმაციის კამპანიის ორგანიზატორები ავრცელებდნენ ყალბ სტატიებს და პეტიციებს, რათა მოსყიდულ ინფლუენსერებს ეს მასალები თავის პოსტებში გამოეყენებინათ. ბენ ნიმომ ამ სქემას „დეზინფორმაციის სამრეცხაო“ უწოდა.

ივლისში Facebook-იდან წაშალეს ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართული 65 ანგარიში და 243 Instagram-იდან. კამპანიის სამიზნე აუდიტორია იყო ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა და ნაწილობრივ აშშ.

როგორც Facebook-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დეზინფორმაციის კამპანია წარმატებული არ ყოფილა, რადგან პოსტების უმრავლესობას მოწონება საერთოდ არ ჰქონდა, ყალბი პეტიციები კი, ათას ხმაზე მეტს ვერ აგროვებდა. კონკრეტულად ვინ იყო ამ კამპანიის დამკვეთი, ჯერჯერობით დაუდგენელია. Facebook-მა გამოძიებისას მოპოვებული ყველა მასალა გადასცა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს და სხვა ინტერნეტ-კომპანიებს.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...