მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციას დავამთავრებთ, გავანადგურებთ - ასეთია განწირული რეჟიმის ავტოკრატიული ინსტინქტები

ოპოზიციას დავამთავრებთ, გავანადგურებთ – ასეთია განწირული რეჟიმის ავტოკრატიული ინსტინქტები

Published on

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცვლილებებს ემხრობა, რადგან კარგად ხვდებიან, რომ სხვაგვარად ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ქვეყანას ნათელი მომავალი ვერ ექნება, 26 პროცენტი არის მხარდაჭერის ის მაქსიმუმი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და  ისიც ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე. . – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა  თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა

ის ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის პოზიციას, რომ ამ არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობა ოპოზიციიდანაც გაისტუმრებს და ის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსსაც დაკარგავს. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ავტოკრატიული ინსტინქტები აქვთ და ოპოზიციის განადგურებაზე არიან ორიენტირებული.

„ჩვენ გიორგი გახარიას განცხადებაც გვახსოვს საპარლამენტო ტრიბუნიდან,   როცა დაგვემუქრა დაგამთავრებთო. მას შემდეგ ვნახეთ, რომ მისი კარიერა დასრულდა “ქართულ ოცნებაში”, მაგრამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რჩება მთავარ ოპოზიციურ პარტიად და იქნება ხელისუფლების ცვლილების ავანგარდში ძალიან მალე, როცა ოპოზიცია გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ეს გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი.

სამწუხაროა, რომ ასეთი ავტოკრატიული ინსტინქტები აქვთ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან ოპოზიციის განადგურებაზე, დამთავრებაზე, მოშორებაზე, ნაცვლად იმისა, რომ აღიქვან, დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციაც და პოზიციაც უნდა მუშაობდეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, რიგ საკითხებზე ერთად,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...