“ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა” – ვარლამ ლიპარტელიანი მიდის

0
456

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა მიიღო გადაწყვეტილება, ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლით დაასრულოს სპორტული კარიერა – ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა:

“მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე: იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა, როგორც პიროვნება.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით, მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა – ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს.

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი, ვიცი, თქვენი გახარება 🙁 მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და, ალბათ, დიდხანს გამყვება ცხოვრებაში, უბრალოდ, შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.

იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას.

ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ რო ყველაფერი გითხრათ ყველას,”-წერს ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, დღეს ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში დამარცხდა იაპონელ ვოლფთან, ხოლო მოგვიანებით ბრინჯაოს მედალი დათმო რუს ისმაილოვთან.

წინა სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი: ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრებულია.ახლა უკვე საკითხი ამ ყველაფრის სწორად გაფორმებაზეა მიმდგარი
შემდეგი სტატია“მთავარი არხის” Facebook გვერდმა ტროლ-ბოტების დაბლოკვა დაიწყო – ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური