ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია.ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა რუსი მეტოქე იგოლნიკოვი დაამარცხა. ამით მან ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში ის გერმანელ მეტოქეს დაუპირისპირდა.
21 წლის ძიუდოისტმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ის ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა.