მთავარისიახლეები25 ნოემბერი, დილის ცხრა საათი - ახალი საპროტესტო შეკრების დრო

25 ნოემბერი, დილის ცხრა საათი – ახალი საპროტესტო შეკრების დრო

Published on

25 ნოემბერი, დილის ცხრა საათი – ახალი საპროტესტო შეკრების დრო და თარიღი ცნობილია.

მოქალაქეებს ორშაბათს დილით პარლამენტის უკან ელოდებიან. ეს ის დღეა, როცა “ოცნება” პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას აპირებს.

შეკრების ორგანიზატორი “ჩემი ხმაა”.

საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ.
თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა კაცმა ჩვენ ნაცვლად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, მისმა ხმამ გადაწონოს საქართველოს ხმა.
25 ნოემბერს, სწორედ მისი ხმით დანიშნული პარლამენტი იკრიბება. ეს კრიმინალური აქტია, დანაშაულით ძალაუფლების დაუფლების მცდელობა.
და რას ვაკეთებთ ჩვენ?
უხმაუროდ ვეგუებით, თუ ხმას ამოვიღებთ?!
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ამოვიღოთ ხმა!
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ხმა!
25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, საქართველოს პარლამენტის უკან, მოდი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...