მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

აქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Published on

მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბრის დილას, აქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს, რომელსაც საგამოძიებო ორგანო პოლიციელებზე თავდასხმას ედავება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარე 2000 ლარიან გირაოს ითხოვდა თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, მათე დევიძე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს რამდენიმე სხვა პირთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ. 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით მუხლი შეიცვალა და ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...