მთავარისიახლეებისამართალი,,ჰეროინის გზა საქართველოზეც გადის'' - შსს-მ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა

,,ჰეროინის გზა საქართველოზეც გადის” – შსს-მ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა – ამოღებულია 368 კგ. 75 მილიონი ლარის ჰეროინი და დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 2 წევრი.

შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციაში საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის სამართალდამცავები იყვნენ ჩართული. დაჯგუფების წევრებს ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში ჰეროინი ჰქონდათ დამალული და ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით უკრაინაში, შემდეგ კი ცენტრალურ ევროპაში გატანას გეგმავდნენ.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის – სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ. პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.

შსს-ს ცნობით, გამოძიებას უკრაინელი სამართალდამცველები განაგრძობენ. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...