მთავარისიახლეებიწულუკიანი მიკროფონს არ აბრუნებს

წულუკიანი მიკროფონს არ აბრუნებს [Video]

Published on

საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ გამოუკითხავს “მთავარი არხის” ჟურნალისტი ემა გოგოხია, რომელიც კულტურის მინისტრის თავდასხმის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში კარგად ჩანდა როგორ მიითვისა “მთავარი არხის” მიკროფონი მინისტრმა წულუკიანმა და როგორ შეუშალა ხელი ჟურნალისტს საქმიანობის განხორციელებაში, შსს საქმის გამოძიებას მაინც არ ჩქარობს.

“ფაქტთან დაკავშირებით არავინ არ შემხმიანებია. მეტიც, თავად შევეცადე გამერკვია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე საგამოძებო მოქმედება მიმდინარეობდა თუ არა, თუმცა ამაოდ, ჩემ სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ.

მაშინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაგვიბარა, რომ გამოკითხვის ოქმს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს გადაგვცემდნენ და შემდეგ რა სახის დავალებასაც მიიღებდნენ ისე გაგრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, დავალებად მიიღეს, რომ პასუხი არ მქონოდა”, – ამბობს ემა გოგოხია. 

შეგასენებთ, გუშოინ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ამჯერად “მთავარი არხის” ჟურნალისტი მიკროფონის დასაბრუნებლად სვანეთში “დაიბარა” . წინააღმდეგ შემთხვევაში , რომ მომავალ შეხვედრამდე ჟურნალისტმა უნდა დაიცადოს. თქვა წულუკიანმა

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...