მთავარისიახლეებისასამართლომ ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა...

სასამართლომ ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა [Video]

Published on

ზუგდიდში, 65 წლამდე მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ზ.კ. – ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ფატი ფურცხვანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებული თავს მიიჩნევს ნაწილობრივ დამნაშავედ და ამბობს, რომ ის „აუცილებელი მოგერიების პრინციპით მოქმედებდა“.

დაკავებულის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს მიიღეს, გაასაჩივრებენ.

“ჩვენ ხვალვე გავასაჩივრებთ აღნიშნულ განჩინებას. განჩინება ჩაგვაბარეს 15 წუთში, რაც სრული აბსურდია და მიუთითებს, რომ ასეთ რეჟიმში დასაბუთება, ეს არის შაბლონი. რასაც ვთხოვდით სასამართლოს, რომ არ ჩაებარებინა და არ მიეღო შაბლონური გადაწყვეტილება. პრინციპში სხვას არც ველოდით, რა მართლმსაჯულებაც გვაქვს გამოჩნდა აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, კვალიფიკაციას, დანაშაულის არსებობა არ არსებობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არსებობს, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სტანდარტითაც არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა.

ჩვენ შევაგროვებთ შესაბამის მტკიცებულებებს, რითაც დადგინდება, რომ არანაირ დანაშაულს ანუ მართლსაწინააღმდეგო ქცევას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ მივუთითებდით, რომ მკვლელობის განზრახვა მას არ ჰქონია და იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. დანაშაულის სუბიექტური ნიშანი ანუ განზრახვა უნდა წარმოჩინდეს სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებებით, ერთი მნიშვნელოვანია თავად ბრალდებულის ქცევა, ამ ქმედების განხორცელებამდე განხორციელების მომენტში და უკვე შემდგომში. ეს სამივე შემთხვევაში ბატონ კვიკვინიას არანაირი განზრახვა არ ჰქონია ერთადერთი, რისი განზრახვაც ჰქონდა იყო სხვისი ნივთის დაზიანება. ეს არ არის კარგი ქცევა, მოსაწონი ქცევა, თუმცა ეს ვერ მოგვცემს ჩვენ მკვლელობის შემადგენლობას”,- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია რომ 23 ივლისს, ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ზ.კ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნის ყოფილი ბიზნესპარტნიორის გ.ლ-სა და მისი შვილის გ.ლ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად, მიღებული დაზიანებებით გ.ლ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცველებმა ზ.კ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...