ხატია დეკანოიძე: ,,მაინცდამაინც სახლში უნდა შემოგვივარდეს ავტომატით? ჯარიმა შეაჩერებს?”

0
382

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე 24 ივლისს მასა და ჟურნალისტებზე თავდასხმაზე მიმდინარე მოკვლევას ეხმაურება.

დეპუტატი წერს, რომ  მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

მისი თქმით ამ მუხლში არ არის ასახული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა, მუქარა და სხვა.

“ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა? საჯარო მუქარა, დახვრეტით ყველას – ნაციონალური მოძრაობის წევრის მიმართ? მანქანის დამიზნება ჩვენზე? ჟურნალისტი ძლივს გადარჩა. ანუ სახლში რომ მოგვივარდეს ავტომატით, ადმინისტრაციული ჯარიმა შეაჩერებს”? – წერს დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძის ცნობით, 24 ივლისს მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან ინტერვიუსას მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომობილით კინაღამ ჟურნალისტს დაეჯახა. კადრებში ჩანს, როგორ აყენებს მანქანიდან გადმოსული კაცი სიტყვიერ შეურაცხყოფას დეკანოიძესა და ჟურანლისტებს

 

 

წინა სტატიამედიკამენტ ტოცილიზუმაბის ფასი 5000 ლარია – ,,არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ, მძიმე გამოსავალი “გარანტირებულია”
შემდეგი სტატიაახლახან მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი წალკასთან იყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური