მთავარისიახლეებიმსოფლიობორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

Published on

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის მიზეზი სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის საჯიდ ჯავადის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა, რომელთანაც ჯონსონს შეხვედრა 17 ივლისს ჰქონდა.

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს და დაგეგმილ შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმში გამართავს.

იქამდე კი რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრს, საჯიდ ჯავიდს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„დღეს დილით კორონავირუსის PCR ტესტმა ვირუსის არსებობა დაადასტურა. მე ვრჩები იზოლაციაში და მუშაობას სახლიდან განვაგრძობ. ვაქცინის ორივე დოზის მიღების გამო, ჩემი სიმპტომები მსუბუქია. გთხოვთ ჩაიტაროთ ვაქცინაცია თუ ეს უკვე გაკეთებული არ გაქვთ“, – დაწერა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა „ტვიტერზე“.

სიახლეები

სამწუხაროდ, ქართული ოცნება ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას-დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს სადაც წერს, რუსეთის მტრულ ქმედებების საპასუხოდ სანქციები დაუწესეს...

საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა არ გადაუხვევს ავტორიტარულ კურსს-ევროპარლამენტი

კიდევ ერთი გზავნილი "ოცნებას"დასავლეთიდან - ივანიშვილის გუნდს ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ თუ "არ...

ია ანთაძე- საზოგადოებრივ მაუწყებელზე დახურეს ჩემი პროექტი-“საინტერესო ადამიანები“

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროექტი „საინტერესო ადამიანები“ დახურა. ამის შესახებ ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალურ ქსელში წერს...

“მინდა იმ ქვაბს ვურევდე, რომელშიც თქვენ მოიხარშებით…” – მარიამ სიჭინავა გამოსახლების პროცესს ეხმიანება

სამოქალაქო აქტივისტი და უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილე, ზუგდიდელი  მარიამ სიჭინავა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გუშინ...