მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მინდა იმ ქვაბს ვურევდე, რომელშიც თქვენ მოიხარშებით..." - მარიამ სიჭინავა გამოსახლების პროცესს...

“მინდა იმ ქვაბს ვურევდე, რომელშიც თქვენ მოიხარშებით…” – მარიამ სიჭინავა გამოსახლების პროცესს ეხმიანება

Published on

სამოქალაქო აქტივისტი და უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილე, ზუგდიდელი  მარიამ სიჭინავა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გუშინ ჩატარებულ დევნილთა გამოსახლების პროცესს ეხმიანება და დევნილებთან დაკავშირებულ ადრინდელ ისტორიებს იხსენებს:

“რამდენიმე წლის წინ, კალაძემ აფრიკის დასახლებაში დევნილებს სახლები დაუნგრია.
ერთ-ერთ მრავალსულიან ოჯახს, მცირეწლოვანი ბავშვებით, ზუგდიდში მისცა ბინა. ცარიელი ბინა, მხოლოდ კედლები და ფანჯრები, ერთი კარი.
სოფლად დავდიოდით, რომ ამ ოჯახისთვის ავეჯი გვეშოვა და მიგვეტანა.

ზუგდიდში დევნილებმა 14 დღე იშiმშილეს, ერთ-ერთმა მათგანმა, ასაკოვანმა ქალმა, პირი ამოიკერა.

ე.წ. ავიაციის დასახლებაში, ავარიულ შენობაში, კედლებზე სოკოებით, ჭერიდან ჩამომდინარე წყლით, ოჯახები 6 თვის ხვეწნის, მუდარის, ჩხუბის, წივილ-კივილის შემდეგ ძლივს გაასახლეს და ახალი ბინები მისცეს.

ზამირ კვეკვესკირმა თავი ცოცხლად დაიწვა. არასოდეს, არასოდეს დამავიწყდება ჩემი დევნილი მეგობრის ცრემლები. მას ჩემზე მეტად ესმოდა, ჩემზე მეტად სტკიოდა.

და ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, ამ ყველაფრის პატიების შემდეგ, შვილი ურეკავს მამას და ეუბნება: „ჩემი სათამაშო შეინახე“ და ამ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმისთვის აკავებენ მამას, რომელსაც სახლი დაუნგრიეს…
მინდა, რომ დაიწვათ, როგორც ზამირი. თუ მართლა არსებობს იმქვეყნად რამე, მინდა იმ ქვაბს ვურევდე, რომელშიც თქვენ მოიხარშებით…”, – წერს მარიამ სიჭინავა.

სიახლეები

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...