მთავარისიახლეებიია ანთაძე- საზოგადოებრივ მაუწყებელზე დახურეს ჩემი პროექტი-“საინტერესო ადამიანები“

ია ანთაძე- საზოგადოებრივ მაუწყებელზე დახურეს ჩემი პროექტი-“საინტერესო ადამიანები“

Published on

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროექტი „საინტერესო ადამიანები“ დახურა. ამის შესახებ ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ “ამით მისი თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხთან დასრულდა.“

მისი თქმით, აქამდე ხელშეკრულებით ჰქონდა შეზღუდული საზოგადოებრივი აქტიურობა და პირობას პატიოსნად იცავდა, ახლა კი შეუძლია საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია.

გუშინ დასრულდა ჩემი თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხთან – დახურეს პროექტი „საინტერესო ადამიანები“, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი სიხარული მომიტანა.
რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ.
უზომოდ მადლობელი ვარ იმ 302 ადამიანის, ვინც ინტერვიუზე დამთანხმდა და ვისთან ერთადაც თანამედროვე საქართველოს ძალიან დასამახსოვრებელი სურათი შევქმენით. ასევე, მადლობელი ვარ ყველა მკითხველის – თქვენ აცოცხლეთ ეს პროექტი 7.5 წლის განმავლობაში. ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ მარტო ვარ, მაგრამ, სინამდვილეში, ყოველთვის ერთად ვიყავით – ჩემი სტუმრები, ჩემი მკითხველები და მე. გულწრფელი მადლობა ამ წლებისთვის!
აქამდე ხელშეკრულებით მქონდა შეზღუდული საზოგადოებრივი აქტიურობა და პირობას პატიოსნად ვიცავი. ახლა სრულიად თავისუფალი ვარ და შევეცდები, გზადაგზა ყველა მოსაზრება გაგიზიაროთ, რასაც მნიშვნელოვნად ჩავთვლი. იმედს ვიტოვებ, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევძლებ, სასარგებლო ვიყო ჩვენი საერთო სამშობლოსთვის,- წერს ანთაძე.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...