მთავარისიახლეებიდახრილი კამერები და მიკროფონები #ლექsosთვის - სამეგრელოს მედიის მდუმარე აქცია ზუგდიდში ...

დახრილი კამერები და მიკროფონები #ლექsosთვის – სამეგრელოს მედიის მდუმარე აქცია ზუგდიდში [Photo] [Video]

Published on

დაშვებული კამერები და მიკროფონები, შავი ლენტები, ფოტოები და წარწერები #ლექsosთვის – ამ ფორმით გააცილეს უკანასკნელ გზაზე ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სამეგრელოს მედიის წარმომადგენლებმა.

მდუმარე აქციის პარალელურად რეგიონულმა არხებმა მაუწყებლობა ზუსტად 15:00 საათზე გათიშეს ეკრანზე წარწერით #ლექsosთვის.
ლექსო ლაშქარავა დღეს თბილისში დაკრძალეს, ოპერატორებმა გარდაცვლილ კოლეგას “კამერების კორიდორი” მოუწყვეს და ტაშით დაემშვიდობნენ. ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა, 11 ივლისს გარდაიცვალა . “ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – ამ ლოზუნგით მედიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ატარებენ აქციებს და მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯას, ვინც 5 ივლისის პროცესებში მონაწილეობდა

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...