მთავარისიახლეებისაზოგადოება5 ივლისს სასტიკად ნაცემ ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

5 ივლისს სასტიკად ნაცემ ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

Published on

“ტვ პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება – იოსელიანის ქუჩა N37-დან, 15:00 საათზე იქნება. მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა, ლექსოს დაკრძალვაზე მსვლელობა დაგეგმეს, ისინი მისი სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლაშქარავას ოპერაციაც გაუკეთდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა პრემიერმა თანამდებობა არ დატოვა, ამას მედიის წარმომადგენლების კიდევ ერთი აქცია მოჰყვა.

სიახლეები

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...