ზუგდიდელი 31 წლის ნათია როგავას ოჯახმა დღეს მისი სახელობის სტიპენდია შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული მიმართულების წარჩინებულ სტუდენტს თამარ ახალაიას გადასცა. იდეა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ნათია როგავას დედას ეკუთვნის, რადგან ახალგაზრდა სტომატოლოგის სურვილი იყო გამხდარიყო ლექტორი და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებისთვის გაეზიარებინა. ოჯახის თქმით, ნათიას განუხორციელებელი ოცნების ამ ფორმით გამოხატვა მისი სახელის უკვდავსაყოფად მნიშვნელოვანია.
ოჯახის გადაწყვეტილებით სტიპენდიას ყოველწლირად მიიღებს წარჩინებული სტუდენტი. მომავალში ნათია როგავას ოჯახი მისი სახელობის ფონდის დაარსებას გეგმავს.
31 წლის ზუგდიდელი ნათია როგავას სახელობის პირველი სტიპენდია დღეს შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტს გადაეცა [Video]
Published on