მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ მოქალაქეები ვერ დაიცვა და უუნარობა გამოავლინა - გიორგი გახარია

ხელისუფლებამ მოქალაქეები ვერ დაიცვა და უუნარობა გამოავლინა – გიორგი გახარია [Video]

Published on

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსა. გახარია ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ზუგდიდიდან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.მისი თქმით, “ქართული ოცნების პოლიტიკური ბოსები” გადაბრალების რეჟიმში არიან. ხელისუფლება კი ჩამოშლილია. პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეები ვერ დაიცვა და უუნარობა გამოავლინა.
გიორგი გახარიამ მედიაზე სისტემურ თავდახსმებზც ისაუბრა და განაცხადა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია.
პარტია საქართველოსთის“ ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უსუსტესი უწოდა და ხელისუფლება ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.
გიორგი გახარიას თქმით, პოლიციასთან არ იყო კომუნიკაცია, რაც ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა თავიდან აერიდებინათ განვითარებული მოვლენები.
5 ივლისის მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი გადარჩენის გზა ევროპული მომავალია, ევროპელობა საკუთარი იდენტობის და ტრადიციეზე უარის თქმას არ ნიშნავს, როგორც ამას ჩრდილოელი მეზობლები გვთავაზობენ, – განაცხადა გახარიამ.
გახარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაცვას საკუთარი მოქალაქეები და გამოხატვის თავისუფლება.
გიორგი გახარიამ ასევე მერობის კანდიდატებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატზე მიდის მუშაობა, თუმცა ვინ არიან ესენი, მან არ დაასახელა. რაც შეეხება ზუგდიდის მერობის კანდიდატს, გახარიას თქმით, ის უკვე შერჩეულია, თუმცა დასახელებისგან თავი შეიკავა, ჩვენი ინფორმაციით, პარტია „საქართველოსთვის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ყოფილი მერი გიორგი შენგელია იქნება.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...