მთავარისიახლეებისაზოგადოებაძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია თბილისის პარალელურად დღეს ზუგდიდშიც გაიმართა

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია თბილისის პარალელურად დღეს ზუგდიდშიც გაიმართა [Video]

Published on

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია თბილისის პარალელურად დღეს ზუგდიდშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გუშინ, 5 ივლისს რადიკალი ძალადობრივი ჯგუფების თარეში და მედიაზე თავდასხმა გააპროტესტეს. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც აქტივისტები, არასამთავრობი სექტორის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით“, „ყველა ფერი მნიშვნელოვანია“ , „თავისუფალი მედია უდრის დემოკრატიას“.
ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს “თბილისი პრაიდის” ოფისი.დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული. 6 ივლისს კი მედიაზე თავდასხმის გამო დამატებით 3 პირი დააკავა. დაკავებული 8 პირიდან ორს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა, ერთ-ერთი კი 2300 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...