მთავარისიახლეებიმსოფლიოკანადაში სიცხისგან ასეულობით ადამიანი დაიღუპა

კანადაში სიცხისგან ასეულობით ადამიანი დაიღუპა

Published on

მოულოდნელი, უპრეცედნეტო სიცხეების გამო კანადაში ასეულობით ადამიანი დაიღუპა.

ვანკუვერის პოლიციის მიხედვით, პარასკევიდან დღემდე სიცხით გამოწვეული უცაბედი სიკვდილის 130 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაღუპულთა დიდი ნაწილი ასაკოვანი და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანია.

კანადაში უკიდურესად მაღალი ტემპერატურა უკვე სამი დღეა ფიქსირდება, სამშაბათს კი სიცხემ, ქალაქ ლიტონში, 49,6 გრადუსს მიაღწია.

რეკორდული ტემპერატურები დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც და ამ ყველაფერს მსხვერპლი მოჰყვა.

ექსპერტების თქმით, გლობალური კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ასეთი მოვლენები გახშირდება.

ლიტონი ვანკუვერიდან 250 კილომეტრში მდებარე სოფელია. აქ დაფიქსირებულმა ტემპერატურამ კანადის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. კვირამდე კანადაში 45 ცელსიუს გრადუსზე მაღალი ტემპერატურა არასდროს დაფიქსირებულა.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ კანადის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სახლებში კონდინციონერები არ აქვს, რადგან ამის საჭიროება აქამდე, უბრალოდ, არ იდგა. კანადაში ასეთი სიცხეები არასდროს ყოფილა.

ანომალიური სიცხეები კანადის დასავლეთ ნაწილში სტატიკური მაღალი წნევის მქონე ცხელი აირების გუმბათის წარმოშობამ გამოიწვია, რომელიც კალიფორნიიდან არქტიკამდე გადაიჭიმა

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...