მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ინგირში მოსახლეობა 2 წელია უწყლობას უჩივის

სოფელ ინგირში მოსახლეობა 2 წელია უწყლობას უჩივის [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, მოსახლეობა მეორე წელია უწყლობას უჩივის და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. წყალი არ აქვს სკოლას და ბაღს, ახლა მოსახლეობა მხოლოდ წვიმის იმედადაა დარჩენილი, თუმცა სოფელში ჭები ისე დაშრა რომ უკვე ერთკვირიანი წვიმის დროსაც წყალი არ გროვდება. სოფელს არც წყალსადენიდან მიეწოდება წყალი. გარდა უწყლობისა, მოსახლეობას კანალიზაციისა და გზის პრობლემაც აწუხებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის დაშრობის მიზეზი არტეზიული ჭების არასწორად დაპროექტებაა. წყლის მილების გაყვანისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 45 მილიონი ლარი დახარჯა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. უწყებაში მოსახლეობას პირდებიან, რომ უწყლობის მოსაგვარებლად სამუშაოები მომავალი თვიდან დაიწყება.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...