მთავარისიახლეები"სახლში იყვნენ, აუზში ბავშვის ჩავარდნა ვერ შეამჩნიეს" - ხობის ტრაგედიის დეტალები

“სახლში იყვნენ, აუზში ბავშვის ჩავარდნა ვერ შეამჩნიეს” – ხობის ტრაგედიის დეტალები

Published on

ხობში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ორი წლის ა.გ.-ს სიცოცხლე შეეწირა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. უფრო კონკრეტულად, ცნობილი გახდა, რომ ა.გ. სახლის ეზოში მდგარ გასაბერ აუზში საღამოს საათებში, მაშინ ჩავარდა, როცა აუზიდან სათამაშოს ამოღებას ცდილობდა. ამ დროს დედა და ბებია შინ იყვნენ, მაგრამ აუზში ბავშვის ჩავარდნის მომენტი გამოეპარათ, როცა მოიძიეს, ბებიამ შეამჩნია, რომ ის აუზში იყო ჩავარდნილი.

“სასწრაფოდ გადაიყვანეს ხობის საავადმყოფოში, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო”, – ამბობს მეზობელი. საავადმყოფოში კი განმარტავენ, რომ ბავშვი საავადმყოფოში შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

ა.გ. დედასთან და მამასთან ერთად ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობდა. მას უფროსი ძმაც ჰყავს. ტრაგედიის დღეს დედა-შვილი ბავშვის ბებიასთან იმყოფებოდნენ სტუმრად.

შეგახსენებთ, ხობში, 2 წლის ბავშვი გასაბერ აუზში ჩავარდა და დაიხრჩო. შემთხვევა 23 ივნისს მოხდა.

მომზადებულია “პრაიმტაიმის” მიხედვით

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...