მთავარისიახლეებიმსოფლიონიკოლ ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო

Published on

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რიგგარეშე არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა.

მონაცემების თანახმად, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო, მეორე ადგილზე კი რობერტ კოჩარიანის პარტია გავიდა 21.04%-ით.

მესამე ადგილზე 53.92%-ით პარტია “მე მაქვს პატივია”, ხოლო პარტიამ “აყვავებული სომხეთი” 3.96% მიიღო.

არჩევნებში გამარჯვებას უკვე გამოეხმაურა თავად ფაშინიანი, რომელმაც დაწერა, რომ მის პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება. სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 49.4% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა მილიონ ორასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.

არჩევნები გუშინ, 20 ივნისს ჩატარდა. პარლამენტში შესასვლელად, პარტიებმა ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ, ბლოკებმა კი – 7%.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...