მთავარისიახლეებიმსოფლიოანგელა მერკელი: გერმანიას მიუღებლად მიაჩნია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების...

ანგელა მერკელი: გერმანიას მიუღებლად მიაჩნია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერა

Published on

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავის გამოსვლაში ილაპარაკა მისი ქვეყნის პასუხისმგებლობაზე 1941 წელს საბჭოთა კავშირში შეჭრისთვის. „ჩვენთვის, გერმანელებისთვის, ეს სირცხვილის საბაბია“, განაცხადა პოლიტიკოსმა. მიმართვა გამოქვეყნდა ვიდეობლოგში, რომელიც საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ვერმახტის იერიშის დაწყების მე-80 წლისთავს უკავშირდება.

მერკელმა ტექსტში სინანული გამოხატა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მილიონობით მსხვერპლის გამო რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიებზე, ასევე ბალტიის ქვეყნებში. „არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ჩვენ ვალში ვართ მილიონობით მსხვერპლისა და მათი შთამომავლების წინაშე“, თქვა კანცლერმა.

თავის განცხადებაში მან ილაპარაკა რუსეთისა და გერმანიის ისტორიულ კავშირზე, მადლობა გადაუხადა სსრკ-ის ყოფილ ლიდერს, მიხაილ გორბაჩოვს, მისი როლისთვის გერმანიის ხელახლა გაერთიანების საქმეში. მაგრამ მან თანამედროვე პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენებზეც ილაპარაკა.

კერძოდ, შეეხო ბელარუსსა და რუსეთში საპროტესტო გამოსვლების დარბევას და თქვა, რომ როგორც გერმანია, ისე მთელი ევროპის კავშირი მიუღებლად მიიჩნევენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერას.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...