მთავარისიახლეებიმსოფლიოირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი იმარჯვებს

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი იმარჯვებს

Published on

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი იმარჯვებს. არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ გამოცხადებული არ არის, დათვლილია ხმების 90%, თუმცა პოლიტიკური ოპონენტები რაისის გამარჯვებას უკვე ულოცავენ.

ებრაჰიმ რაისიმ 17.8 მილიონი ხმა მოიპოვა, მეორე ადგილზე 3.3 მილიონი ხმით ასევე კონსერვატორი მოჰსენ რეზაი გავიდა. ერთადერთმა მოდერატმა კანდიდატმა აბდოლნასერ ჰემათიმ 2.4 მილიონი ხმა მოიპოვა.

მრავალი წლის განმავლობაში რაისის ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებდნენ. 2019 წელს ის ქვეყნის ახლანდელმა უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ მაღალი რანგის მოსამართლედ დანიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ, აშშ-მ რაისის სანქციები დაუწესა. მიზეზი ადამიანის უფლებათა დარღვევა იყო. ებრაჰიმ რაისის ბრალად ედება 1980-იან წლებში პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯა, ასევე ის დადანაშაულებულია 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დაუნდობლად ჩახშობაში.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ებრაჰიმ რაისი ალი ხამეინის ახლო მოკავშირეა და ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს არის სამხედრო ორგანო, რომელიც წარსულში არაერთ რეფორმულ ინიციატივას შესწინააღმდეგებია და ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა შიიტურ დაჯგუფებებს აფინანსებს, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა ლიბანში მყოფი ჰეზბოლა.

ებრაჰიმ რაისი ცნობილია თავისი ხისტი პოლიტიკით. მისი გავლენის ზრდას პოლიტიკოსები აშშ-ს სანქციების შესუსტებას მიაწერენ.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...