მთავარისიახლეებიმსოფლიოკრიშტიანუ რონალდუ; "Agua" კოკა კოლას ნაცვლად

კრიშტიანუ რონალდუ; “Agua” კოკა კოლას ნაცვლად

Published on

ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ  პრესკონფერენციაზე მის წინ განთავსებული “კოკა-კოლას” ორი ბოთლი დემონსტრაციულად გასწია, სანაცვლოდ კი წყალი აიღო და პორტუგალიურ ენაზე წარმოთქვა “Agua” რითაც  ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა

 

აღნიშნული ინციდენტიდან რამდენიმე საათში კომპანია კოკა-კოლას აქციების ფასმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო, კერძოდ, .ამ ჟესტის შემდეგ, ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორის, “კოკა-კოლას” აქციებზე ფასი 1.6%-ით დაეცა $55-მდე და სამშაბათს მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით $4 მილიარდით იყო შემცირებული.

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ „კოკა-კოლას“ ბოთლი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, იტალიის ნაკრების წევრმა მანუელ ლოკატელიმ გადადგა.

ლოკატელიმ იტალია-შვეიცარიის მატჩის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ბოთლები გვერდზე გადადო და წინ წყალი დაიდო.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ქცევა გაიმეორა “მანჩესტერ იუნაიტედის” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, პოლ პოგბამაც, როცა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე არაალკოჰოლური “ჰეინეკენის” ბოთლი გადადო მაგიდიდან.

კომპანია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია. სამშაბათს „კოკა-კოლამ“ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ყველას აქვს თავისი გემოვნება სასმელებში“ სხვადასხვა „გემოების და საჭიროებების მხრივ“.

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, თემურ ჭყონია  აკრიტიკებსკრიშტიანუ რონალდუს საქციელს, რომლითაც მან საჯაროდ თქვა უარი “კოკა-კოლაზე” წყლის სასარგებლოდ.

“ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია “კოკა-კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას “კოკა-კოლას” და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”,- განაცხადა თემურ ჭყონიამ, რომელიც “კოკა-კოლასა” და “მაკდონალდსის” ფრანჩაიზს ფლობს,

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...