მთავარისიახლეებისაზოგადოება"დაისაჯოს ირაკლი ჭკადუას ნამდვილი მკვლელი" - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გაიმართა

“დაისაჯოს ირაკლი ჭკადუას ნამდვილი მკვლელი” – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გაიმართა [Video]

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გაიმართა, გასულ წელს ჯგუფური მკვლელობის დროს გარდაცვლილი ირაკლი ჭკადუას ოჯახი და ახლობლები დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მკვლელობის უშუალო მონაწილე დიმა წოწერიას სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რასაც ოჯახი აპროტესტებს. რაც შეეხება მეორე დამნაშავეს – ირაკლი ტორუას,მას სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.ოჯახი პროკურატურისგან საქმის გამოძიების განახლებას მოითხოვს. ჭკადუას მეუღლე ამბობს, რომ საქმე ჯგუფურ მკვლელობას ეხება, ბრალდებულ დიმა წოწერიას კი მფარველობენ. ოჯახი განაჩენს უსამართლოს უწოდებს და ორივე პატიმართან მიმართებაში სასჯელის უმაღლეს ზომას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცხედრის ეგზგუმუაციით და გზების გადაკეტვით იმუქრება.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრასპარანტები, ისინი სასამართლოს ეზოში შესვლას ცდილობდნე, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, ასევე ითხოვდნენ მოსამართლე შოთა ბიჭიასთან შეხვედრას, რომელმაც, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ერთ-ერთი მოწმის ცრუ ჩვენების გამო წოწერიას პატიმრობის ვადა შეუცვალა.
ცნობისთვის, ზუგდიდში 2020 წლის სექტემბერში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული ირაკლი ჭკადუა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით შელაპარაკება სოფელ ინგირში თხილის ჩასაბარებელ პუნქტთან მოხდა.
შსს-ს ცნობით, 1982 წელს დაბადებულ ირაკლი ჭკადუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თვითმხილველების თქმით მას თავში თხილის სატეხი რამდენჯერმე ჩაარტყეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდა და საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...