მთავარიანტი COVIDაცრის 65%-იანი ნიშნული დეკემბერში - გამყრელიძე მასობრივ ვაქცინაციას აანონსებს

აცრის 65%-იანი ნიშნული დეკემბერში – გამყრელიძე მასობრივ ვაქცინაციას აანონსებს

Published on

ქვეყანა ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს, – ამის შესახებ ზუგდიდში მყოფმა ამირან გამყრელიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. ის დღეს რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოსა და ენგურის ხიდზე განთავსებულ ტესტირების ოთახსაც ეწვია.

გუბერნატორთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ვაქცინებით შეუფერხებლად მომარაგდება, ხოლო დეკემბერში, გეგმის მიხედვით, ვაქცინირებულთა რაოდენობამ 65% უნდა შეადგინოს:

“მობილიზებულია ვაქცინების საკმაო რაოდენობა, იცით, რომ ზოგადად გლობალური პრობლემაა ვაქცინების მსოფლიოში, თუმცა, ამ მხრივ მიმდინარეობს მუშაობა და საქართველოც მომარაგდება ამ ვაქცინებით. დეკემბრის ბოლომდე ჩვენ უნდა გვყავდეს დაახლოებით 65 პროცენტი აცრილი. ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებით და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ და ვხვდები რეგიონებში წარმომადგენლებს, რომ ყველა გავერთიანდეთ და მოსახლეობის ინფორმირება მოვახდინოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ ზუგდიდში.

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...