მთავარისიახლეებიდამწვრობის ცენტრის მონახულებით მთავრდება - ქაშიბაძე ლეღვის ფოთლის ნახარშით "გარუჯვაზე"

დამწვრობის ცენტრის მონახულებით მთავრდება – ქაშიბაძე ლეღვის ფოთლის ნახარშით “გარუჯვაზე”

Published on

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ “იმედის დილის” ეთერში განაცხადა, რომ ლეღვის ფოთლის ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის მონახულება ერთი და იგივეა.

“მესმის, რომ რუჯი მოდაშია, გოგოებს მოსწონთ გარუჯული ბიჭები, ბიჭებს მოსწონთ გარუჯული გოგოები, მაგრამ შეიძლება გაცილებით უფრო ცივილურად მივიღოთ რუჯი, გამოვიყენოთ რეკომენდაციები, თუნდაც მზისგან დამცავი კრემები, რადგან მზისგან დამცავი კრემის გარეშე გასვლა ფაქტობრივად იგივეა, რაც საცურაო კოსტიუმის გარეშე გასვლა, – თქვა ექიმმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წელს დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშით დამწვარი პაციენტები ჯერჯერობით არ მიუღიათ და ცენტრის ყველა თანამშრომელს იმედი აქვს, რომ მსგავსი შემთხვევა წელს არ დაფიქსირდება. მისივე თქმით, წელს ამ პრაქტიკის იუბილეა.

„წელს 10 წელი სრულდება, გარკვეული იუბილეა, ძალიან ბევრ ტრადიციას ამდენი ხანი არ გაუძლია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდება. ლეღვი შეიძლება მივირთვათ ან ხილად, ან ხილფაფად, ან მურაბად. ყოველ შემთხვევაში, მისი ფოთლების ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის მონახულება არის ერთი იგივე”, – დაამატა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, ყოველ სეზონზე ათეულობით ადამიანი დამწვრობის ცენტრში იმის გამო ხვდება, რომ გასარუჯად ლეღვის ფოთლების ნახარშს იყენებს.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...