მთავარისაინფორმაციო გვერდებიფერადი ამბებიერთი ცნობილი კოცნის ფოტოისტორია

ერთი ცნობილი კოცნის ფოტოისტორია

Published on

2011 წელს ვანკუვერის (კანადა) საპროტესტო აქციების დროს გადაღებული ერთი ფოტო, სადაც სპეცრაზმელის ფონზე წყვილი ერთმანეთს კოცნის, გარშემო კი სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს არბევენ, მთელმა მსოფლიომ ნახა.

ეს ფოტო საკმაოდ უცნაური ისტორიისა და შინაარსის მქონეა: სოციალური ქსელების საუკუნეში ვანკუვერის გამოსვლების დროს, ერთ–ერთ კადრში მოხვედრილი წყვილის იდენტიფიკაციის დადგენა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

მათი აღმოჩენა მოხერხდა და მსოფლიომ „ვნებიანი კოცნის“ მთავარი გმირებიც გაიცნო. სურათის გადაღებიდან 24 საათის შემდეგ იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა.

საზოგადოება გააოგნა და აღაფრთოვანა ახალგაზრდების ქმედებამ. მედიასაშუალებები, „the Toronto Star“ და „CBC“ ირწმუნებიან, რომ შეყვარებულები, ბარმენი სკოტ ჯონსი და კანადის ერთ–ერთი კოლეჯის სტუდენტი, ალექს ტომასი არიან. ეს უკანასკნელი სურათის გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაშავდა.

წყვილი ერთმანეთს მას შემდეგ ხვდებოდა, რაც ჯონსი ვანკუვერში დასასვენებლად ჩავიდა. ისინი ერთმანეთს ჰოკეის ფინალზე შეხვდნენ, როცა „კონიქსმა“ „ბოსტონ ბრუინსი“ 4–0 დაამარცხა. ფინალის შემდეგ, ახალგაზრდებმა ერთმანეთი დაკარგეს, მაგრამ ვანკუვერის დემონსტრაციის დარბევამ ისინი ერთმანეთს შეახვედრა, საყოველთაოდ აღიარებული და ძალიან პოპულარული სურათი კი ფოტოგრაფმა, რიჩ ლამმა გადაიღო.

ძალიან საინტერესოა გზები და საშუალებები, რითიც თომასისა და ჯონსის ვინაობა დადგინდა. არავის გააკვირვებს ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებს წყვილის აღმოჩენაში Facebook დაეხმარა. პირველად სკოტის დამ ამოიცნო თავისი ძმა ავსტრალიის მედიასაშუალებით გავრცელებულ ფოტოზე, ამის შემდეგ კი სკოტის მამამ, ბრეტ ჯონსმა საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სურათზე მისი ვაჟი იყო გამოსახული.

ბრეტ ჯონსი: „ეს ჩემი ვაჟია, და იგი სიყვარულისთვის და არა ომისთვის იბრძვის!“ ფოტოს გავრცელებისა და წყვილის ვინაობის დადგენის შემდეგ, მსოფლიო მედიასაშუალებები დაინტერესდნენ ამ ისტორიით.

ისინი აკითხავდნენ ტომასსა და ჯონსს და ეკითხებოდნენ, თუ როგორ მოახერხეს ასეთი ვითარების შექმნა მაშინ, როცა მათ გარშემო ავტომობილები იწვოდა და შენობების ფანჯრები იმსხვრეოდა.

სავარაუდოა, რომ კოცნა არ იყო დადგმული, ეს იყო ვნებისა და სურვილის გამოძახილი მაშინ, როცა დაშავებული ტომასის დასახმარებლად ჯონსი მივიდა და მან გოგონა იცნო.

ჯონსის მამა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებს სხვებიც დაეხმარნენ, როცა დაშავებული ტომასი დაინახეს. ბრეტ ჯონსის კომენტარი საფუძველს აკარგვინებს ჭორს, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ჯონსი და ტომასი სურათის გადასაღებად ეხვევიან ერთმანეთს:

„ისინი აჯანყებულებსა და პოლიციელებს შორის აღმოჩნდნენ. ერთ–ერთმა სპეცრაზმელმა ალექსს ფარით უბიძგა, რის გამოც ეს უკანასკნელი მიწაზე დაეცა. სკოტი კი გოგონას დამშვიდებას კოცნით ცდილობდა და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ფოტოგრაფმა კი კადრი დაიჭირა და შანსი არ გაუშვა ხელიდან.“

ჯონსის დედამ კი აღნიშნა, რომ შვილი მაშინვე იცნო, რადგან: „მას არასდროს აცვია ბევრი და ყოველთვის ერთსა და იმავე ნივთებსა თუ აქსესუარებს ატარებს.“ აღსანიშნავია, რომ ჯონსი დარბევას უვნებლად გადაურჩა, ტომასმა კი ფეხი დაიზიანა, რასაც მკურნალობა დასჭირდა.

ჯონსი და ტომასი კი „Toronto Star“–ს გაესაუბრნენ. ტომასმა აღნიშნა, რომ ყოველივე ისე სწრაფად მოხდა, რომ დაიბნა და აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა:

„ვცდილობდი სიტუაციაში გარკვევას და იმის მიხვედრას, თუ რა ხდებოდა. სურათი კი ნამდვილად არ იყო ის, რასაც ჩვენ ველოდით.

„როდესაც აღმოვაჩინე, რომ იმ ფოტოზე მე ვარ, ვერ ვიჯერებდი, განუწყვეტლივ შევყურებდი და შემდეგ მივხვდი, რომ ამ სურათში არის რაღაც არტისტული და უზომოდ მშვენიერი.“ – აღნიშნა ტომასმა.

სიახლეები

ვინ შედის დაჯგუფება “ნესტანიანელებში”, რომელთა “ამირსპასალარმა” მდუმარე ბერთან მისული ექიმი გააგდო

✍️ ლაშა ბერულავა, ოდიშინიუსი 🔘 ინგა ბოლოთაური, რომელიც შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსის ირაკლი გუნავას...

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს იწყებენ

მთავრობის ადმინისტრაცია დღეიდან პროტესტის კიდევ ერთ ეპიცენტრად იქცევა. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ,...

საჭმელს პარავენ და აიძულებენ, ხმა ქოცებს მისცენ – სააკაშვილი უფასო სასადილოების ბენეფიციარებზე

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან...

ირანი ორმუზის სრუტის კონტროლს ცდილობს, აშშ-მა ირანის ხომალდს ესროლა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა გამანადგურებელმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც...