მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაზრის გარეთა პერიმეტრზე მოვაჭრეებს გარევაჭრობის უფლებას არ აძლევენ, შიდამოვაჭრეები კი აქციას მართავენ...

ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მოვაჭრეებს გარევაჭრობის უფლებას არ აძლევენ, შიდამოვაჭრეები კი აქციას მართავენ [Video]

Published on

ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის უკან, კედიას (ყოფილი გეგეჭკორის) ქუჩაზე მომუშავე გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ, როგორც ისინი აცხადებენ, მათ მერიის ზედამხედველობის სამსახური დახლების გაშლის უფლებას არ აძლევს. გარემოვაჭრეების თქმით, მერია მხოლოდ მათ უკრძალავს გარევაჭრობას, ხოლო ბაზრის გარეთ, სხვა პერიმეტრზე მოვაჭრეები კი ადგილზე რჩებიან. გარემოვაჭრეების აყრის პროცესს ადგილზე დაპირისპირება და ხმაური მოყვა, რა დროსაც ერთ-ერთი მოვაჭრისთვის სასწრაფო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. გარემოვაჭრეების აყრის პარალელურად აქცია გამართეს ბაზრის შიდა მოვაჭრეებმა, რომლებმაც გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ცენტრალური გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო, თუმცა, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გზიდან გაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა ავტომანქანებს გადაადგილების შესაძლებლობა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...